17.ოქტომბერი .2019 14:55

ლონდონმა და ბრიუსელმა Brexit-ზე ახალ შეთანხმებას მიაღწიეს

views 431
უკან

ლონდონმა და ბრიუსელმა Brexit-თან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრზე დაყრდნობით მსოფლიო მედია ავრცელებს. თავის მხირვ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა twitterte-ზე დაწერა, რომ სადაც სურვილია, იქ არის შეთანხმებაც. 

"სადაც არის სურვილი, იქ არის შეთანხმებაც, - ჩვენ გვაქვს ის", - დაპოსტა მან.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმების დეტალები ამ დროისთვის უცნობია. როგორც ზოგიერთი დასავლური გამოცემა წერს, მოლაპარაკებები ძირითადად, საზღვრის საკითხებს ეხებოდა.
 
ბორის ჯონსონს სურს, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირი 31 ოქტომბერს დატოვოს.

შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის Brexit-ის პირობების შესახებ მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო და მას შემდეგ არაერთხელ მოექცა ჩიხში.