მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თურქეთი არ აპირებს, ევროკავშირში მის მიღებას დაელოდოს" - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

თურქეთი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, თურქეთი არ აპირებს, დაელოდოს ევროკავშირში მის მიღებას და სხვა "ისტორიულ გზებს" ეძებს.

ჰაკან ფიდანის თქმით, თურქეთს ჯერ კიდევ სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ ქვეყანას ბრიუსელზე რაიმე სახის გავლენის არც გზა და არც საშუალება აქვს.

"ჩვენ იმ მდგომარეობაში არ ვართ, რომ ევროკავშირის წევრობას დაველოდოთ. ჩვენ სხვა ალტერნატივები უნდა ვეძებოთ, სხვა ისტორიული გზები, განსაკუთრებით, ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში, ეს არის ჩვენი პოზიცია", - განაცხადა ჰაკან ფიდანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები