მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

5e45296596628
BM.GE
13.02.20 14:49
2788
ლონდონში კორონა ვირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამურად კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ინგლისში ცხრამდე გაიზარდა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

ქალი, რომელსაც ახალი კრონავირუსი დაუდასტურდა ლონდონის Guy's and St Thomas'-ის საავადმყოფოში მკურნალობს. პაციენტი რამოდენიმე დღის წინ ჩინეთიდან ჩამოფრინდა.

როგორც ინგლისის მთავარი სამედიცინო ოფიცერი კრის უიტი აცხადებს, პაციენტს ვირუსი ჩინეთში გადაედო და როგორც წყარო აღნიშნავს, ქალს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ლონდონში ჩამოფრენის შემდეგ აღმოაჩნდა.

ინგლისის მთავარი სამედიცინო ოფიცერი კრის უიტი აღნიშნავს, რომ ექიმები მუშაობენ როგორ აღკვეთონ ვირუსის გავრცელება როგორც ლონდონში, ასევე სრულიად ინგლისში.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა.ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მონაცემებით, საშიშმა ვირუსმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 298 ადამიანი იმსხვერპლა და ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 1366-მიაღწია.

ინფიცირებულია 59 786 ადამიანი, 5899 კი გამოჯანმრთელდა.