გერმანული ავიაკომპანია Lufthansa აცხადებს, რომ 2021 წლის ზაფხულისთვის ჯავშნების რაოდენობა გაზრდილია, ამის მიზეზი კი კორონავირუსის ვაქცინის შექმნა და პოზიტიური მოლოდინებია. განცხადება გერმანულ გამოცემებთან Lufthansa-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა კარსტენ სპორმა გააკეთა.
მისი თქმით, ის ელოდება, რომ ავიაკომპანიის დატვირთულობა 2019 წლის დონეს მომავალ წელს ნაწილობრივ დაუბრუნდება.
"ის ფაქტი, რომ ადამიანებმა რეისებზე ჯავშნები უკვე გააკეთეს სააღდგომოდ, იმაზე მეტყველებს რომ ისინი დღეს საკმაოდ დარწმუნებულები არიან მოვლენების პოზიტიურად განვითარებაში. ველოდებით, რომ მომავალ წელს ჩვენ შევძლებთ 2019 წლის ნიშნულს საშუალოდ 50%-ით მაინც დავუბრუნდეთ, ზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში კი 70%-მდე ველით ამ მაჩვენებელს“, - განაცხადა Lufthansa-ს CEO-მ.
ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ 2022 წლისთვის უკვე მოგებაზე გავლენ.
ცნობისთვის, Lufthansa-ს სხვა პრობლემებიც აქვს, მისი აღმასრულებლის თქმით, ავიაკოპანია იძულებული იქნება მომავალი წლის მეორე კვარტალში დაახლოებით 1000 პილოტი გაათავისუფლოს, თუ, პროფკავშირებთან ვერ მიაღწევს შეთანხმებას ხელფასების და სამუშაო საათების შემცირების შესახებ.
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი