მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lufthansa აცხადებს, რომ დამატებით 2 ათასი ფრენის გაუქმებას გეგმავს

62cedb5433719
მარიამ ვარადაშვილი
13.07.22 19:20
2402

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa აცხადებს, რომ დამატებით 2000 ფრენას გააუქმებს. ინფორმაციას Reuters გერმანულ Bild-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ავიაკომპანია აგვისტოს ბოლოსთვის მიუნხენისა და ფრანკფურტის აეროპორტიდან გააუქმებს რეისებს. მიზეზი აეროპორტის სახმელეთო მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემებია. 

აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გერმანულ ავიაკომპანიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიუნხენის მიმართულებით ყოველ დღე ფრენა აქვს დამტკიცებული.