Lufthansa-ს პილოტები 2 სექტემბრიდან გაფიცვის დაწყებას გეგმავენ. როგორც გერმანულმა ავიაკომპანიამ დღეს განაცხადა, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებენ, რომ გაფიცვის ეფექტი მინიმუმამდე შემცირდეს.
პილოტების პროფკავშირების გაერთიანება ხელფასის 5.5%-იან ზრდას გაერთიანებაში გაწევრიანებული 5 ათასზე მეტი პილოტისთვის ითხოვს. როგორც Reuters წერს, გაფიცვებმა და საკადრო დეფიციტმა ავიაკომპანიები, მათ შორის Lufthansa, აიძულა ზაფხულში ათასობით ფრენა გაეუქმებინა. მოსალოდნელია, რომ გაფიცვა გავლენას ახლაც იქონიებს როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო რეისებზე. Lufthansa-ს განცხადებით, დაგეგმილი გაფიცვის გამო 2 სექტემბერს, ჯამში 800-მდე ავიარეისი გაუქმდება.
კომპანიის აღმასრულებელი საბჭოს წევრის, მაიკლ ნიგემენის განცხადებით, ავიაკომპანიამ საკუთარ დასაქმებულებს შეხვედრაზე კარგი და დაბალანსებული გამოსავალი შესთავაზა. გერმანული ავიაკომპანიის წარმომადგენლის თქმითვე, გაფიცვა ათასობით მგზავრს შეუქმნის პრობლემებს. “გვსურს გამოსავალი მოლაპარაკების მაგიდასთან მივაღწიოთ", - აცხადებენ კომპანიაში.
Lufthansa-ს შეთავაზებაა 18 თვის განმავლობაში ორ ეტაპად ხელფასის ჯამში 900 ევროთი მატება.
Lufthansa ისევე როგორც მისი შვილობილი Eurowings-ი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც ასრულებენ რეისებს. BMG-ის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უთხრეს, რომ დაგეგმილი გაფიცვის გამო, ამ ეტაპზე საქართველოს მიმართულებით ფრენების გაუქმების თაობაზე შეტყობინება არ მიუღიათ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი