06.სექტემბერი .2022 11:15

Lufthansa-ს პილოტები მიმდინარე კვირაშიც გაიფიცებიან

Lufthansa-ს პილოტები მიმდინარე კვირაშიც გაიფიცებიან
views 456
უკან

პროფკავშირების გაერთიანების განცხადებით, ევროპის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიის Lufthansa-ს თანამშრომლები მიმდინარე კვირაშიც გაიფიცებიან.

გასულ კვირაში დაწყებული გაფიცვის გამო, კომპანიას 800-მდე ფრენის გაუქმება მოუწია. კომპანიის განცხადებით, პარასკევს დაწყებულმა გაფიცვამ, დაახლოებით, 13 ათას მგზავრზე იქონია გავლენა, ხოლო კომპანიას ეს 32 მლნ დოლარი დაუჯდა. გაფიცვა გავლენას ახდენს როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო გადაყვანებზე. 

პროფკავშირების გაერთიანება, რომელიც 5000-ზე მეტ პილოტს აერთიანებს, ხელფასის 5.5%-იან ზრდას ითხოვს. როგორც DW წერს, გაფიცვა 7 სექტემბერს უნდა დაიწყოს. კომპანია პილოტებს 18 თვის განმავლობაში, ორ ეტაპად, ხელფასის ჯამში, 900 ევროთი მატებას სთავაზობს. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა