მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლუკა პოლარე“ ბაგებში ახალ ფილიალს ხსნის - ინვესტიცია 100 ათასი ლარია

62987ccf6cecb
ვიქტორია მღებრიშვილი
02.06.22 16:35
2830
კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ ფართოვდება და ქვეყნის მასშტაბით 21-ე ფილიალს ხსნის.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი ფილიალი ხვალ - 3 ივნისს - თბილისში, ბაგებში, წყნეთის გზატკეცილის #20-ში გაიხსნება. „ლუკა პოლარემ“ ქსელის გაფართოებითვის 100 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა და ახალ ფილიალში დამატებით 5 ადამიანს დაასაქმებს.

„ზაფხულის სეზონს ბევრ სხვა სიახლესთან ერთად, ახალი ფილიალების გახსნით ვიწყებთ.

გვიხარია და მთელს გუნდს გვეამაყება, რომ კომპანია უწყვეტად განაგრძობს განვითარების და გაფართოვების სტრატეგიას. ყოველი ახალი ფილიალი დამატებით ახალ თანამშრომლებს, დისტრიბუციისა და წარმოების გაფართოებას ნიშნავს“, - ამბობს, კომპანიის დირექტორი თეა თაბაგარი.

გარდა ამისა კომპანიის ხელმძღვანელი, მიმდინარე წელს რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნას აანონსებს, მათ შორის მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე 7 ივნისს "ლუკა პოლარეს" რიგით 22-ე ფილიალი გაიხსნება. 

ცნობისთვის: „ლუკა პოლარე“ კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი საქართველოს ბაზარზე 14 წელია ოპერირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 4 ქალაქშია წარმოდგენილი: თბილისში 13 ფილიალით, ბათუმში - 4 და ქობულეთში - 1, რუსთავში - 1 და ქუთაისში 1.