მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლუკა პოლარემ“ ბათუმში კიდევ ერთი ახალი ფილიალი გახსნა - ინვესტიცია $50 000-ია

64216490ee91f
ვიქტორია მღებრიშვილი
27.03.23 13:43
1602
კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად გაფართოებას განაგრძობს. კომპანიამ 50 000 დოლარის ინვესტირებით 24 მარტს, ბათუმის „მეტრო სითიში“ კიდევ ერთი ფილიალი გახსნა. ბიზნესის განვითარების გეგმები BM.GE-ს კომპანიაში გაუზიარეს.

მათი ცნობით, აღნიშნული ობიექტი ბათუმში „ლუკა პოლარეს“ რიგით მე-5 ფილიალია. მოლში განთავსებული ფილიალი სტუმრებს ნაყინის და ცხელი და ცივი სასმელების სრულ ასორტიმენტს შესთავაზებს.

“ტრადიციას არ ვღალატობთ და სეზონს ამჯერადაც კარგ სიახლით ვიწყებთ. მიმდინარე წლის გაფართოვების გეგმა, სხვა დიდ პროექტებთან ერთად, ბათუმში ახალი ფილიალის გახსნას მოიაზრებს. აღნიშნული ფილიალი განთავსდება „მეტრო სითიში“ და დარწმუნებულები ვართ, სიახლით გავახარებთ როგორც ჩვენს ერთგულ სტუმრებს, ასევე მოლის ვიზიტორებსაც.

ბათუმში ახალი ფილიალების დამატებასთან ერთდ, ბუნებრივია გაიზრდება ჩვენი თანამშრომლების რიცხვიც. ამ ეტაპისთვის დამატებით 10-მდე ადგილობრივი ახალგაზრდა შემოუერთდა ჩვენს გუნდს, რომლებმაც გადამზადების სრული კურსი უკვე გაიარეს“ - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა თეა თაბაგარმა.

ცნობისთვის: კაფე-სანაყინეების ქსელი „ლუკა პოლარე“ მომხმარებელს 80-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი 15 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქშია წარმოდგენილი: თბილისში 15 ფილიალით, ბათუმში - 5, ქობულეთში - 1, ქუთაისში - 1 და რუსთავში - 1 ფილიალით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები