მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ლუკა პოლარემ“ შეფუთული ნაყინის გამოშვება დაიწყო

60f93e9939ebb
ვიქტორია მღებრიშვილი
22.07.21 14:00
6457
ჯელატოს ტიპის ნაყინის მწარმოებელმა ადგილობრივმა კომპანიამ „ლუკა პოლარეს“ ქსელში დიდი შეფუთვის ნაყინები ჩაუშვა.

როგორც BM.GE-ის კომპანიაში უთხრეს, რამდენიმე დღეა, რაც „ლუკა პოლარეს“ მომხმარებელს დაფასოებული შეფუთვით ნაყინის შეძენის შესაძლებლობა აქვს. მათივე ინფორმაციით, ერთლიტრიანი შეფუთვებით ამ ეტაპისთვის ყველაზე მოთხოვნადი სახეობებია: შოკოლადი, ბურბონის ვანილი, კარამელი ნუშით, ფისტა. შეფუთვის ნაყინის ღირებულება 24.9 ლარია. 

კომპანიის დირექტორი თეა თაბაგარი აღნიშნავს, რომ ნაყინის შეფუთვით წარმოების გადაწყვეტილება მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყვიტეს და მომავალში ამ ხაზის წარმოების გაზრდასაც გეგმავენ.

„დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ განსხვავებული შეფუთვის ნაყინის გვეწარმოებინა. ამ ეტაპისთვის ნაყინის შეძენა სრული ფორმატის ყველა ფილიალშია შესაძლებელი, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ეს ხაზი კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ და ქართულ ბაზარზე, ქსელურ მარკეტებში, გაჩნდეს პრემიუმ ხაზის, ნატურალური ნაყინის დიდი შეფუთვები, რომლის დეფიციტიც ნამდვილად არის“, - ამბობს თეა თაბაგარი.

ცნობისთვის: დღეისთვის „ლუკა პოლარე“ აწარმოებს 70 სახეობის ნაყინს და ასორტიმენტი მუდმივად მზარდია. „ლუკა პოლარეს“ ნაყინი იტალიური რეცეპტების მიხედვით, ნატურალური პროდუქტებით, საღი რძისა და ცოცხალი ხილის ბაზაზე მზადდება. ასორტიმენტში შეგხვდებათ ვეგანური (სამარხვო), გლუტეინისგან თავისუფალი და დიაბეტური ნაყინები.