მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლუქსემბურგმა Amazon-ი შესაძლოა $425 მილიონით დააჯარიმოს

60c22b02d8f24
ნათია თაქთაქიშვილი
10.06.21 21:14
692
ონლაინ გაყიდვების პლატფორმა Amazon-ი შეიძლება $425 მილიონით დაჯარიმდეს, მიზეზად ევროკავშირის კონფიდენციალურობის შესახებ კანონის დარღვევა სახელდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ლუქსემბურგის მონაცემთა დაცვის კომისიამ (CNPD) გაავრცელა დოკუმენტი, სადაც ხასგასმულია, რომ საქმე ეხება Amazon-ის მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვებას და მათ გამოყენებას, რითიც ირღვევა კონფიდენციალურობის წესები.

ლუქსემბურგის მონაცემთა დაცვის კომისია აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემების გასაჯაროებამდე, კომპანია ვალდებულია მიმართოს მომხმარებელს და მოიპოვოს მისგან შესაბამისი ნებართვა.

Amazon-ს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.