მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

M2-ის გენერალური დირექტორი: საქართველოში ბიზნესგარემო ნამდვილად სტაბილურია

5da0949f5000c
თელარა გელანტია
11.10.19 19:17
1253
"ლარის კურსის რყევები, ეკონომიკური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ახდენს გავლენას ჩვენს საინვესტიციო გეგმებზე, რომ გითხრათ, არ ახდენს გავლენას-მეთქი, მოგატყუებთ", - ასე უპასუხა ირაკლი ბურდილაძემ bm.ge-ის შესაბამის კითხვას.

რაც შეეხება იმას, სად არის გამოსავალი და რა უნდა გააკეთოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა, ბურდილაძე ასე პასუხობს:

"იდეაში, ეკონომიკური ზრდის ტემპი, რაც საქართველოშია, ძალიან კარგია და ეს ტემპი უნდა შენარჩუნდეს, უნდა გაიზარდოს, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოსავალი იმისთვის, რომ ბიზნესს ხელი შეეწყოს და წინ წავიდეს", - განაცხადა ბურდილაძემ.

მისივე შეფასებით, დღეს საქართველოში ბიზნესგარემო "ნამდვილად სტაბილურია".