16.მარტი .2021 11:18

მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილების შეზღუდვის გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილების შეზღუდვის გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება
views 281
უკან

თბილისში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილების შეზღუდვის გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, მოძრაობა შესაძლებელია ბერიტაშვილის, მაჭავარიანის, გოძიაშვილის, გაგარინის ქუჩების, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მარშალ გელოვანის გამზირის გამოყენებით.

„რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N89 ავტობუსი მაჭავარიანის ქუჩისა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის („112“) მიმართულებით, ანჯაფარიძის ქუჩიდან მოძრაობას ყაზბეგის გამზირის, იონა ვაკელისა და ბერიტაშვილის ქუჩების გავლით შეძლებს. N137 მიკროავტობუსი კი თავისუფლების მოედნიდან, ჭავჭავაძის გამზირისა და ნუცუბიძის III მიკრორაიონის გავლით, მაჭავარიანის ქუჩაზე, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრამდე გადაადგილდება.

მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.

გადაადგილება დროებით შეზღუდულია მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა