სატრანსპორტო სფეროში მომხმარებელთა საჭიროებების საპასუხოდ, Maersk-მა მომხმარებლებს ახალი სარკინიგზო-საზღვაო მომსახურება შესთავაზა, რომელიც აზიას და ევროპას ცენტრალური აზიის გავლით აკავშირებს.
A.P. Moller – Maersk-ის ახალი სერვისის მიხედვით, მატარებელი ჩინეთის სხვადასხვა ლოკაციიდან ევროპას დაახლოებით 40 დღეში ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუმინეთის გავლით უკავშირდება.
„მომხმარებლების დღევანდელი საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენ მოვამზადეთ განახლებული სერვისი და ამით ხელს შევუწყობთ მიმდინარე ლოგისტიკური გამოწვევების შემსუბუქებას. შუა დერეფანი უზრუნველყოფს ალტერნატიულ და ეკოლოგიურ ინტერმოდალურ კავშირს აზიასა და ევროპას შორის. შუა დერეფნის სარკინიგზო მომსახურების 90%-ზე მეტი ელექტრიფიცირებულია,“- განმარტავს მაია პარლაგაშვილი, მაერსკის Intercontinental Rail-ის გლობალური პროდუქტის მენეჯერი.
ჩინეთსა და ყაზახეთს შორის მდებარე ხორგოსის საზღვრის გავლის შემდეგ კონტეინერები სარკინიგზო გზით გადაადგილდებიან აქტაუს სადგურამდე, სადაც ისინი სატვირთო გემზე იტვირთებიან ბაქოში, აზერბაიჯანში გასაგზავნად, იქიდან კი კონტეინერები სარკინიგზო ხაზით მოემართება საქართველოში, ეიპიემ ტერმინალს ფოთში, სადაც კონეტინერები იტვირთება გემებზე კონსტანცის, რუმინეთის მიმართულებით. ამის შემდეგ, ტვირთი სარკინიგზო ხაზით მიემართება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
„ძალიან მოხარულები ვართ, რომ ეიპიემ ტერმინალს ფოთში მივიღეთ Maersk-ის ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი პირველი ბლოკ მატარებლები. ამ მარშრუტის დაარსება ხელს შეუწყობს ჩინეთისა და ევროპის დაკავშირებას სწრაფი, ეფექტური, საიმედო სერვისით, რაც თავის მხრივ ადასტურებს ეიპიემ ტერმინალს ფოთის მნიშვნელობას, როგორც შუა დერეფნის განვითარების ქვაკუთხედს,”- ამბობს იენ როულინსონი, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციული დირექტორი.
Maersk-მა აღნიშნული მარშრუტის განვითარება ჯერ კიდევ მარტში დაიწყო და პირველი მარშრუტი ჩინეთიდანუკვე აპრილში განახორციელა, რომელიც ძირითადად საავტომობილო და საყოფაცხოვრებო ინდუსტრიებს მოემსახურა.
„დერეფანს აქვს საკმარისი ტევადობა და ის მისცემს ჩვენს მომხმარებლებს საშუალებას იქონიონ საიმედო ალტერნატიული გადაზიდვის მარშრუტი მიწოდების ჯაჭვის გასაძლიერებლად,”- დასძენს მაია პარლაგაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ