„მაღალი ინფლაცია ჩვენი ეკონომიკის უმთავრესი გამოწვევაა“ - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე მედიასაშუალებების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველომ ინფლაციის მოსათოკად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრების სწრაფი და ამბიციური გზა არჩია. სებ-ის შეფასებით, ქვეყანაში სხვადასხვა პროდუქტზე ფასები საერთაშორისო ბაზრებზე ინფლაციის ტენდენციების გავლენით იზრდება.
„ინფლაციის დონის მოთოკვასთან დაკავშირებით არაერთი ნაბიჯი გადავდგით, რაც პირველ რიგში, მონეტარული პოლიტიკის ზრდით გამოიხატება. 2021 წლის განმავლობაში ჩვენ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, დაახლოებით, 2 პპ-ით გავზარდეთ და 10%-ია.
უნდა გავითვალისწინოთ ინფლაციის გამომწვევი ფაქტორები და რამდენად აქვს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს მასზე გავლენა. ინფლაცია მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდით, სხვადასხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე, ნავთობზე და ა.შ. სადაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ეფექტი შედარებით ნაკლებია.
ჩვენ შედარებით გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მთავარ მიზნად ვისახავთ იმას, რომ ეს დროებითი ფაქტორები, როგორიც საერთაშორისო ბაზრებზე ფასების ზრდაა ინფლაციის გრძელვადიან მოლოდინებში არ გადაიზარდოს. ჩვენ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით კოვიდ-19-ის კრიზისი შედარებით უფრო მაღალი ინფლაციით დავიწყეთ, რაც განპირობებული იყო 2019 წელს მიღებული შოკებით. შესაბამისად, დავინახეთ რისკი, რომ ეს ინფლაციის მოლოდინებში გადაიზრდებოდა, ამიტომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შედარებით უფრო სწრაფად და ამბიციურად გავამკაცრეთ, ვიდრე ეს რეგიონის სხვა ქვეყნებმა გააკეთეს. დღეს ვხედავთ, რომ ინფლაცია სხვა, მათ შორის რეგიონის და განვითარებულ ქვეყნებში იზრდება, და თითქმის ყველგან გვაქვს საპროცენტო განაკვეთების გამკაცრებული პოლიტიკა ან სხვა ინსტრუმენტების გამკაცრება, რაც საბაზრო საპროცენტო განაკვეთებზე გავლენას ახდენს“, - განმარტა პაპუნა ლეჟავამ.
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება