2020 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოს შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან 82%-ით შემცირდა და მხოლოდ $527 მილიონი შეადგინა, მაშინ როცა 2019 წელს ეს რიცხვი $3.3 მილიარდი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ $527 მილიონიდან უდიდესი ნაწილი ($427 მილიონი) „ლოქდაუნის“ დაწესებამდე ქვეყანაში შემოსულმა საერთაშორისო ვიზიტორებმა დახარჯეს. „ლოქდაუნის“ დაწესების და საავიაციო მიმოსვლის დახურვის შემდეგ კი, საქართველომ ტურიზმიდან მხოლოდ $100 მილიონი დოლარი მიიღო.
„ტურისტული ბიზნესების ნახევარი უკვე გაკოტრებულია“, - აცხადებს „პროთრეველ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი მაია სიდამონიძე „საქმიან დილასთან“ ინტერვიუში. მისივე შეფასებით, „დღეს ყველაზე დიდი და მსხვილი დამსაქმებელი ინდუსტრია და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა საფრთხეშია“. „ფაქტობრივად, ჩამოქცევის პირას არის ინდუსტრია. კერძო სექტორის ნახევარი უკვე გაკოტრებულია და ეს ვიზუალურადაც ჩანს, რადგან ყოველი ფეხის ნაბიჯზე სხვადასხვა ტურისტული ობიექტი იყიდება ან ქირავდება“, - ამბობს ის.
მაია სიდამონიძე გამოსავალს ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებაში ხედავს.
„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გვქონდეს პოსტ-კოვიდ სტრატეგია, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანას უკვე ეპიდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან მზად აქვს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს... არავინ იცის, რა ვადებში აღდგება ფრენები, რა წინაპირობები უნდა იყოს და რა უნდა გააკეთოს კერძო სექტორმა ამ დროს“, - აღნიშნა მაია სიდამონიძემ.
მისივე თქმით, პოსტ-კოვიდ სტრატეგია იწერება კერძო სექტორთან ერთად და არა დახურულ კარს მიღმა, როგორც ეს სხვადასხვა შეზღუდვის დაწესებისას მოხდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია კონსულტაციები და ამ პროცესს უნდა უძღვებოდეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელიც დღეს არ გვყავს და აქ უკვე ჩანს თუ რამდენად პრიორიტეტულია ტურიზმი ჩვენი სახელმწიფოსთვის. არადა უნდა იყოს, რადგან აქ საუბარია უკვე ბიზნესის გადარჩენაზე, ამიტომ დღეს ტურიზმის ინდუსტრიაში უნდა ხორციელდებოდეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმები, უნდა ვიყოთ ღია ახალი რეალობისთვის, უნდა ვიცოდეთ რა ინოვაციები უნდა დავგეგმოთ, უნდა შეგვეძლოს პროგნოზი, რამდენ ხანში და როგორ უნდა აღვადგინოთ სექტორი. ეს სამწუხაროდ, ქვეყანაში არ ხდება,“ - განაცხადა „პროთრეველ ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა და იქვე დასძინა, რომ “დღეს კერძო სექტორი არის დაბნეული“.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის