მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე: „ბიოლის“ დამფუძნებელი უერთდება წალენჯიხის განვითარების იდეას“

618a42c84817b
ვიქტორია მღებრიშვილი
09.11.21 13:46
2045
პოლიტიკური პარტია „ლელო - საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე Facebook-ის პირად გვერდზე წალენჯიხის ტურისტული პოტენციალის განვითარების იდეის გარშემო კიდევ ერთი ბიზნესმენის ინტერესების შესახებ პოსტს აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, ამ იდეას თბილისში მოქმედი ტურისტული კომპლექსის „ბიოლის“ დამფუძნებელი უერთდება.

„შევხვდი თამაზ მჭედლიძეს #ბიოლი -ს დამფუძნებელს, მაგარ ქართველს,
თამაზი უერთდება წალენჯიხის და მისი ულამაზესი ადგილების საერთაშორისო კურორტად განვითარების იდეას.

მადლობა თამაზ!!

ერთად ყველაფერს შევძლებთ“, - წერს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი თემურ ჭყონია წალენჯიხის განვითარებასთან დაკავშირებულ მის იდეას უერთდებოდა. მისი პოსტიდან გაირკვა ასევე, რომ ამავე საკითხზე მის იდეას ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელიც იზიარებდა.