04.აპრილი .2020 11:00

მარინა ეზუგბაია: დღეს 3 პაციენტის გამოჯანმრთელებაზე მონიტორინგს ვიწყებთ

views 355
უკან

"დღეს 3 პაციენტზე ვიწყებთ გამოჯანმრთელების მონიტორინგს", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ინფექციური საავადმყოფოდან გაეწერება 1 პაციენტი, რომელიც სრულად გამოჯანმრთელდა და ჯამში, კლინიკაში 38 ინფიცირებული დარჩება. ამასთან, დღეს დაიწყება ტესტების აღება 8 შესაძლო ინფიცირებულთან, რომელიც მათ ცენტრში გუშინ შეიყვანეს.

„დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირების 156 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს ქვეყანაში. გუშინდელს თუ შევადარებთ, 8 შემთხვევა დაგვემატა. ამ 8 შემთხვევიდან ჩვენს ცენტრში არცერთი ახალი არ არის. გუშინ მივიღეთ შესაძლო შემთხვევების ანუ გამოსაკვლევი პაციენტების გარკვეული რაოდენობა, რომელიც გერმანიიდან ჩამოვიდა. მათ დღეს გაუკეთდებათ ტესტირება და დღის ბოლოსთვის გვეცოდინება პასუხები. ასევე, გუშინ  როგორც გითხარით, 1 პაციენტზე ტესტმა აჩვენა უარყოფითი პასუხი და ის დღეს დატოვებს ცენტრს. ამ დროისთვის, ჩვენთან დადასტურებული პაციენტი გვყავს 39, რომ გაეწერება ეს ერთი, დარჩება 38.

გარდა ამისა, დღეს უნდა გავუკეთოთ 11 პაციენტს ტესტი, ესენია ახალი პაცინეტები და ჩვენი პაციენტები, რომელთა გამოჯანმრთელების მონიტორინგს ვიწყებთ უკვე. დაახლოებით, 3 პაციენტზე გვაქვს კვლევა-მონიტორინგი, რომელზეც უნდა მივიღოთ დასტური გამოჯანმრთელებაზე. ისინი მარტის შუა რიცხვებში შემოვიდნენ კლინიკაში", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ მათთან განთავსებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

„ჩვენს ცენტრში განთავსებული პაციენტების მდგომარეობა გარკვეულწილად დასტაბილურდა იმ თვალსაზრისით, რომ კრიტიკული ორი რომ გვყავდა, ახლა ვამბობთ, რომ კრიტიკული ერთი დაგვრჩა. მეორე კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და, ჯერჯერობით, კვლავ მძიმედ რჩება. ანუ ერთი კრიტიკული გვყავს და დანარჩენი 4 მძიმე პაციენტი, რომელიც ინტენსიურ კლინიკურ მეთვალყურეობას საჭიროებს. ვნახოთ, შეიძლება ამათი მდგომარეობაც დასტაბილურდეს და უკვე პროგნოზირებაც შესაძლებელი იქნება, რომ მათი გამოჯანმრთელებაც დადგება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ინფექციურში 2 ექიმის გამოკვლევა მოხდა და  ორივეს შემთხვევაში პასუხი ნეგატიური იყო. რაც შეეხება ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა