მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარნეულელი ქალბატონის დაინფიცირების წყარო პრინციპში დადგენილი გვაქვს - პაატა იმნაძე

5e7ca4cc43a90
ვიქტორია მღებრიშვილი
26.03.20 16:56
1672
მარნეულელი ქალბატონის დაინფიცირების წყარო არის მისივე ოჯახის ერთ-ერთი წევრი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, როგორც კი ექნებათ ამ ქალბატონის დაინფიცირების კვლევის შესახებ ინფორმაცია, საზოგადოებას აცნობებენ. პაატა იმნაძემ ასევე აღნიშნა, რომ მარნეულში გავრცელების არეალი, ამ კვლევების მიხედვით, არ არის ფართო და ყველას მარნეულელი ქალბატონის ოჯახთან ჰქონდა კონტაქტი.

"შეგვიძლია უკვე დარწმუნებით, პრაქტიკულად ვთქვათ, რომ მარნეული ქალბატონის დაინფიცირების წყარო პრინციპში დადგენილი გვაქვს. კიდევ საჭირო იქნება რამდენიმე გადამოწმება. დაინფიცირების წყარო არის მისივე ერთ-ერთი ოჯახის წევრი, რომელიც მანამდე არის შემოსული სხვა ქვეყნიდან. ახლა საჭირო იქნება დამატებითი სეკვენირება, მოგეხსენებათ გენეტიკურ ანალიზს ვაკეთებთ, რომ დავადასტუროთ, ზუსტად როდის მოხდა ეს ვირუსი, ნამდვილად იყო თუ არა გადაცემა და ა.შ. ამას მოგახსენებთ, როგორც კი შესაბამისი ანალიზები დამთავრდება.

ასე რომ მარნეულის რაიონში ჩვენ არ გვაქვს ვირუსის ფართო გავრცელება, იმიტომ რომ ყველა ვინც არის დადებითი, უკავშირდება ახლო ოჯახურ კონტაქტებს ამ ქალბატონის.

ამ ორ მუნიციპალიტეტში დაახლოებით 80 ადამიანი გვყავს გამოკვლეული, ანუ რაც დასრულდა უკვე ანალიზები, ეს არის როგორც ახლო კონტაქტები, ასევე ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც უნდა იყოს სტანდარტული განსაზღვრების მიხედვით", - განმარტა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.