მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარნეულსა და ბოლნისში მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა - რა ხდება კარანტინის პირობებში?

5e786199be156
დავით ჯალაღონია
23.03.20 11:10
1113
პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი მარნეულში ჩავიდა. მან ჟურნალისტებს კარანტინის ზონაში მიმდინარე ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„სრული სიმშვიდეა, ყველაფერი დაკეტილია იმ აუცილებელი ობიექტების გარდა, რომელიც განსაზღვრული იყო, რომ არ უნდა დაკეტილიყო; მაგალითად, პურის საცხობი, სასურსათო მაღაზია, ბანკი. სხვა არაფერი მუშაობს. ადამიანებს საშუალება ეძლევათ, რომ გავიდნენ საველე სამუშაოებზე, ოღონდ ძალიან მკაცრი წესების დაცვით, ანუ მანქანაში ორ ადამიანზე მეტი არ უნდა იჯდეს, არ მოძრაობენ მიკროავტობუსები, ავტობუსები და ა.შ. შექმნილია 10 ჯგუფი, რომელშიც შედიან მოხალისეები და თითო ექიმია ყველა ჯგუფში. მათ უნდა შეამოწმონ თითოეული ადამიანი, თითოეულ ოჯახში უნდა შევიდნენ. თავდაპირველად დაიწყებენ იმ სოფლების, თუ უბნების შემოწმებას, სადაც ჩვენთვის წინასწარ ცნობილი ინფორმაციით, ყველაზე მეტი საფრთხე შეიძლება იყოს - სადაც დაინფიცირებული ადამიანები მოძრაობდნენ და ჰქონდათ კონტაქტები, ხოლო შემდეგ მთელ დანარჩენ მოსახლეობაზე გადავლენ.

შექმნილია ასევე 40-მდე მოხალისეთა ჯგუფი და ამ ჯგუფების შექმნა გრძელდება, რომლებიც დაეხმარებიან სოციალურად დაუცველებს, რომ მიაწოდონ სურსათი და ყველა აუცილებელი საჭიროება, რაც აქვთ. ან თუკი ასაღები აქვთ პენსია და არიან ასაკოვანი ადამიანები, მათ ნაცვლად წავლენ და მოემსახურებიან. ეს მოხალისეები ადგილობრივები არიან“, - განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ მარნეული და ბოლნისი საკარანტინე ზონად პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.