მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარტივი შეფასება რომ გავაკეთო, "ტაბელი" არის სრული სისულელე - ლევან ყარალაშვილი

6040e8bfaeba4
ელენე გოგბერაშვილი
05.03.21 09:00
5303
1 მარტიდან ძალაში შევიდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიღებული ბრძანება სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი შემუშავების წესის შესახებ, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს, თანამშრომელთა აღრიცხვა მოახდინონ სამინისტროს ე.წ. „ტაბელების“ შესაბამისად.

ამ ანგარიშფაქტურების შევსების ვალდებულება დამსაქმებლებს ყოველთვიურად ექნებათ. კომპანიებმა სიების არქივი 1 წლის ვადით უნდა შეინახონ. ამ რეგულაციის შესრულებას კი კონტროლს  შრომის ინსპექცია გაუწევს.

კერძო სექტორისთვის ამ დრომდე გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურება რეგულაციის ამოქმედება. 

"ძალიან მარტივი შეფასება რომ გავაკეთო, არის სრული სისულელე. მეც კი არ მახსოვს, კომუნისტების დროს იყო მსგავსი პრაქტიკა საბჭოთა კავშირში... რეალურად ეს ინსტრუმენტი ვის სჭირდება, არ გვესმის და ვერ ვხვდებით. თუ ლაპარაკია თანამშრომლების მონიტორინგზე, მათი ინტერსების დაცვაზე ან მსგავსი იდეა თუ არის ამის უკან, ხელშეკრულებით რეგულირდება ორ მხარეს შორის ურთიერთობა და არა მგონია აქ დიდი თემა იყოს.

ვფიქრობ, რეგულაცია ნაკლებ მოქნილობას ქმნის. ბევრ თანამშრომელს შეიძლება შეღავათი ჰქონდა და შეეძლო სამუშაო საათებში გასულიყო/გამოსულიყო და ამაში არავინ ზღუდავდა.

ვის სჭირდება ეს ყველაფერი და რა ინფორმაციის შეგროვება უნდა იყოს ამის მიზანი არ მესმის. არც არავის აუხსნია, რთულად ასახსნელიცაა"-აცხადებს bm.ge-თან "თბილისი ცენტრალის" გენერალური დირექტორი, ლევან ყარალაშვილი.

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განმარტებით, ცვლილებები შრომის კოდექსიდან მომდინარეობს და მისი მიზანი დასაქმებულის ინტერესების დაცვაა, მათ შორის ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ანაზღაურების ნაწილში. 

აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციას ექნება დისკრეცია კომპანია რეგულაციის დარღვევისთვის პირველივე ჯერზე დააჯარიმოს თუ გააფრთხილოს. საჯარიმო სანქცია კომპანიის ბრუნვაზეა მიბმული და 400 ლარიდან 1000 ლარამდე მერყეობს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები