მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

McDonald’s-ის შემოსავლები პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდა

608abd8ad0bce
ნათია თაქთაქიშვილი
29.04.21 18:16
623
McDonald’s-ის შემოსავლები პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდა, კომპანიის გაყიდვებმა კი ძველ ნიშნულს გადააჭარბა კიდეც. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კომპანიის შემოსავალმა პირველ კვარტალში 5.12 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც Wall Street-ის ანალიტიკოსები, $5.03 მილიარდიან შემოსავალს ელოდნენ.

სწრაფი კვების ობიექტების გიგანტი აცხადებს, რომ პირველი კვარტლის წმინდა მოგებამ 1.54 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიური პერიოდისთვის კომპანიის მოგება 1.11 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდებოდა.

რაც შეეხება გაყიდვებს, პირველ კვარტალში McDonald’s-ის წმინდა გაყიდვები 9%-ით გაიზარდა და 5.12 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ამ ნიშნულით კომპანიამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებსაც კი გაუსწრო.

რაც შეეხება აშშ-ის ფარგლებს გარეთ მდებარე ობიექტების შემოსავლებს და გაყიდვებს, დაახლოებით 0.6%-იანი ზრდა ფიქსირდებოდა დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში და საფრანგეთში, 6.4%-იანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთისა და იაპონიის ბაზრებზე.