მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

McDonald’s რუსეთში 850 რესტორანს დროებით ხურავს

62279fb80d707
მარიამ ვარადაშვილი
08.03.22 22:25
914

McDonald’s-მა განაცხადა, რომ რუსეთში 850 რესტორანს დროებით ხურავს. ეს განცხადება კომპანიამ რუსეთის უკრაინაში ინტერვენციიდან თითქმის 2 კვირის შემდეგ გააკეთა. 

კომპანიის ხელმძღვანელმა ღია წერილი გაავრცელა და დასაქმებულებს აცნობა, რომ ქსელი რუსეთში ოპერირებას დროებით აჩერებს. 

NBC წერს, რომ McDonald’s რუსეთში, კერძოდ კი, მოსკოვში რესტორანი საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე გახსნა.