მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Mcdonald's შიდა სივრცეებს ხურავს

5e72088d9e64e
ლევან თაღიაშვილი
18.03.20 15:46
1002
Mcdonald's შიდა სივრცეებს ხურავს. ამის შესახებ ოფიციალურ ვებ-გვერდზე განცხადებას თავად კომპანია ავრცელებს. 

"ჩვენ სრულად ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას თქვენს წინაშე, ვცდილობთ მოცემულ სიტუაციაშიც კი უცვლელად, მაღალი სტანდარტებით მოგემსახუროთ უსაფრთხო გარემოში და ორიენტირებულები ვართ მინიმუმამდე დავიყვანოთ მოცემული სიტუაციიდან გამოწვეული დისკომფორტი. სწორედ ამიტომ გვსურს წინასწარ შეგატყობინოთ, რომ ხვალიდან - 19 მარტის 08:00 საათიდან ჩვენი რესტორნების შიდა სივრცე სტუმრებისთვის დროებით დაიკეტება. თქვენ კვლავ გექნებათ საშუალება განაგრძოთ სარგებლობა მაკდრაივით და ადგილზე მიტანის სერვისით. გმადლობთ რომ ბრძანდებით ჩვენი მომხმარებელი. გისურვებთ ჯანმრთელობას და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში, კვლავ შევძლებთ თქვენს გამასპინძლებას ჩვენს რესტორნებში"- ნათქვამია განცხადებაში.