მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მცხეთის გენგეგმის კონცეფცია მზადაა, დოკუმენტი საკრებულომ უნდა დაამტკიცოს”- "აქოლისი"

6447cfaedc72f
ანუკა ჯოხაძე
26.04.23 10:00
1104
მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მუნიციპალიტეტს ეს დოკუმენტი ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია.

მცხეთის გენგეგმაზე “აქოლისი” მუშაობს, რომელთანაც 1.8 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა.

როგორც BM.GE-თან მცხეთის გენგეგმაზე მომუშავე კომპანიის “აქოლისის” ხელმძღვანელი ამბობს, დოკუმენტაციაზე მათი მხრიდან მუშაობა დასრულებულია. აკაკი ზერეკიძის თქმით, ამ ეტაპზე ისინი მცხეთის საკრებულოსგან დოკუმენტის კონცეფციის დამტკიცებას ელოდებიან. მისი თქმით, ყველა საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.

“ჩვენგან დოკუმენტი ნამდვილად მომზადებულია, თუმცა პროცედურული საკითხები მიმდინარეობს. გარკვეულწილად თქვენ იცით, რომ თანამონაწილეობითი დაგეგმვით ხორციელდება ზოგადად მსგავსი ტიპის პროექტები. ეს არის საზოგადოებრივი ჩართულობით და სხვადასხვა სტეიქჰოლდერების ჩართულობით, ისეთების როგორიცაა იუნესკო.

პროცესები ისე განვითარდა დღემდე, რომ მრავალჯერად სხვადასხვა სახე მიიღო, თუმცა დღევანდელ დღეს კონცეფცია შემუშავებულია. როცა თანამონაწილეობაა, ბუნებრივია აზრთა სხვადასხვაობა. თუმცა დღეს ყველაფერი შეთანხმებულია, აქამდე რომ გეკითხათ ეს ასე არ იყო, იმიტომ რომ იყო რაღაც საკითხები, სადაც ექსპერტებისა და პროფესიონალების ხედვა სხვა იყო და მუნიციპალიტეტის სხვა.

კიდევ ერთხელ რომ მცხეთამ თავისი სტატუსი განამტკიცოს და და უფრო მყარად წარმოჩინდეს მსოფლიო ასპრეზზე ყველა დოკუმენტაცია ჩვენი მხრიდან მომზადებულია", - აცხადებს კომპანია “აქოლისის” დამფუძნებელი აკაკი ზერეკიძე.

BM.GE ინფორმაციის განახლების მიზნით მიმდინარე წლის მარტში დაუკავშირდა მცხეთის საკრებულოს თავჯდომარე გიორგი ელოშვილს, რომელიც საკითხზე კომენტარს თავს არიდებს. ჩვენს კითხვაზე როდიდან დაიწყებს დოკუმენტის განხილვას, გვპასუხობს, რომ დოკუმენტი საკრებულოში არ არის შესული.

შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ატვირთული ინფორმაციიდან კი ირკევევა, რომ კონტრაქტორ კომპანიასთან, "აქოლისთან" მცხეთის გენგეგმის მომზადებაზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში ვადის გახანგრძლივებაზე რამდენჯერმე შევიდა ცვლილება. ბოლო ცვლილებით ვადა 2023 წლის 30 ივნისამდეა გახანგრძლივებული.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ დადგენილი ვადები კიდევ გადაიხედოს.

ცნობისთვის, მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისთვის 160 ათასი ლარი ერთხელ უკვე დაიხარჯა, თუმცა უშედეგოდ. მას შემდეგ, რაც მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შპს "სალის" მიერ მომზადებული დოკუმენტი დაიწუნა.

როდის დამტკიცდება მესტიის, მცხეთის, გორის გენგეგმები? - დავითაშვილის პასუხი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები