ამბროლაურის მუნიციპალიტეტი მდინარე კრიხულას სანაპიროს რამდენიმე ლოკაციის აუქციონზე გატანას გეგმავს, რათა ადგილზე კერძო ინვესტორმა ტურისტული ატრაქციები მოაწყოს.
როგორც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე BM.GE-სთან აცხადებს, ამ ეტაპზე მდინარის მარჯვენა სანაპიროს ნაპირსამაგრი სამუშაოების პირველი და მეორე ეტაპი დასრულებულია, ახლა კი უშუალოდ პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, რომლის მიხედვითაც ადგილი უნდა განვითარდეს. მერის თქმით, პროექტი 2021 წლის ბოლოსთვის დასრულდება.
"მდინარის მარჯვენა სანაპირო მთლიანად დავასრულეთ და 7000 კვ.მ თავისუფალი ტერიტორია მივიღეთ, სადაც დაგეგმილია ბულვარის, ღია კაფე-ბარებისა და გასართობი ცენტრის მშენებლობა–მოწყობა. უკვე სატენდეროდ მზადაა დოკუმენტაცია და თვითონ პროექტის შესყიდვა მიმდინარეობს, რის შემდეგაც დაგეგმილი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
კერძო სექტორის მხრიდან დაინტერესება უკვე ძალიან დიდია. შერჩეულია 3-4 ლოკაცია, რომელიც გვინდა, რომ კერძო ინვესტორმა შეიძინოს და იქ ღია კაფე–ბარები, ასევე ერთ რესტორანიც განათავსოს. ვფიქრობთ, ასევე "ხვანჭკარის" მუზეუმის გაკეთებასაც და სულ მალე ამ ლოკაციას აუქციონზე გამოვიტანთ. პროექტი 2021 წლის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული, ჩემი უფლებამოსილებაც სრულდება და მინდა, რომ ამ დროის ფარგლებში გავაკეთო ეს ყველაფერი", - აცხადებს ზვიად მხეიძე.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2018 წელს მდინარე კრიხულას ნაპირსამაგრის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები განხორციელდა, რომლის ღირებულებამაც 636 365 ლარი შეადგინა, მეორე ეტაპის სამუშაოებზე 789 088 ლარი დაიხარჯა, პროექტის ჯამური ღირებულება კი 3 მილიონი ლარია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი