მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მე არ ვიცი სუბსიდირების პროგრამა ვის მოსწონს?!“ - მეღვინე

60ad431207049
თამთა ჯიჯავაძე
25.05.21 23:38
734
მე არ ვიცი სუბსიდირების პროგრამა ვის მოსწონს, მე მგონი არავის. ამით კმაყოფილი არავინაა - არც სახელმწიფო, არც კერძო კომპანიები, - ამის შესახებ „იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელმა იაგო ბიტარიშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ სუბსიდირების პროგრამებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სუბსიდირება არის სოციალური პროექტი, თუმცა, ის სახელმწიფო ბიუჯეტს დიდ ტვირთად აწვება.

„ჩვენ ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს, მით უფრო დიდი ტვირთი იქნება სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ბიტარიშვილმა და დასძინა, რომ სუბსიდირების პროექტი ბაზარზე მეტი პროდუქტის გაჩენას ახალისებს, რომელსაც მომხმარებელი არ ჰყავს, შესაბამისად ზეწოლა სახელმწიფო ბიუჯეტზე მოდის. ბიტარიშვილმა მაგალითად სახელმწიფოს მიერ სპირტის ვერგაყიდვა მოიყვანა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობას მის საკუთრებაში არსებული ათასობით ტონა სპირტის გაყიდვა უჭირს. კერძოდ, მთავრობას სპირტი რთველის სუბსიდირების პროგრამის გამო დაუგროვდა, ამასთან 2020 წელს სახელმწიფომ სუბსიდირების გზით უპრეცედენტო მოცულობის - 104 მილიონი ლარის ყურძენი ჩაიბარა.

თუმცა, მთავრობა 2021 წლის რთველის სუბსიდირებასაც გეგმავს. სუბსიდირების მოსამზადებლად გამოცხადდა 3.5 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვა, რომლითაც მთავრობა ყურძნის ტექნიკური პარამეტრის - შაქრიანობის მზომავი დანადგარების შესყიდვას აპირებს. როგორც შესყიდვის განმარტებაში არის ნათქვამი, წინა წლებში სუბსიდირებული ყურძნის ხარისხი არ კონტროლდებოდა, წელს კი მასში შაქრიანობის გაზომვა იგეგმება, რისთვისაც 3.5 მილიონი ლარის ღირებულების დანადგარების შესყიდვაა აუცილებელი.