მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მეც გამოვთქვამ სინანულს, რომ პოლონური კომპანიები ტენდერებში არ მონაწილეობენ“

5fdb5cc0dc4e5
ინგა მურუსიძე
17.12.20 17:20
698
"მაინტერესებს, რატომ იწვევს საქართველო აქ ჩინურ კომპანიებს გზების მშენებლობისთვის. ჩვენ ისეთი გვირაბების მშენებლობა შეგვიძლია, რომლებიც ჩინურზე უკეთესია," - ამის შესახებ პოლონეთის ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა BMG-ისა და Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა.

დიპლომატის თქმით, პოლონეთს მაგისტრალებისა და გზების მშენებლობის კუთხით ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და მისთვის გასაკვირია, როდესაც საქართველო ჩინურ კომპანიებს ქირაობს ამ კუთხით.

Bm.ge-მ დღეს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ისიც გამოთქვამს სინანულს, რომ პოლონური კომპანიები ტენდერებში არ მონაწილეობენ:

„სამწუხაროდ, არც ერთ პოლონურ კომპანიას არ მიუღია მონაწილეობა არც ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომელიც საქართველოში განხორციელდა. მეც გამოვთქვამ სინანულს, რომ პოლონური კომპანიები ტენდერებში არ მონაწილეობენ. რაც შეეხება ევროპულ კომპანიებს, ევროპული კომპანიები ტენდერებში მონაწილეობენ, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონტრუქციისა და განვითარების ბანკი, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი და მრავალი სხვა პარტნიორები არიან დამფინანსებლები, არც ერთ დონორს არ აქვს პოზიცია, რომ ევროპულმა კომპანიამ გაიმარჯვოს სავალდებულოდ ამ ტენდერში. არ არის განსაზღვრული, რომ ამა თუ იმ ქვეყნის კომპანიამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ტენდერში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, სატენდერო პირობებით არის დაცული კონკურენცია და იმარჯვებენ კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოს ფასისა და ხარისხის საუკეთესო კომბინაციას სთავაზობენ.

„ჩვენი ძალიან დიდი ინტერესია, რომ ჩვენს ტენდერში მიიღოს და გაიმარჯვოს ძალიან ძლიერმა და დიდმა ევროპულმა კომპანიამ, თუმცა ბაზარზე არსებული კონკურენცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს და იმარჯვებენ ჩინური კომპანიები.
გვაქვს გამოცდილება და ევროპული კომპანიები იმარჯვებენ ამ სამუშაოების ზედამხედველობის საქმიანობის განმახორიელებელ ტენდერებში, საპროექტო კომპანიების ტენდერებში და ყველა განხორციელებული პროექტი არის თანამშრომლობით განხორციელებული“, - განაცხადა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

რაც შეეხება დიპლომატთა კლუბს, როგორც მაია ცქიტიშვილი ამბობს, პანდემიის დაწყებამდე ძალიან ხშირად ეწყობოდა ღია კარის დღეები მათთვის და სინანული, ან პრეტენზია მათი მხრიდან გამოთქმული არასოდეს ყოფილა.

„ყველა ის ტენდერი, რომელიც ცხადდება არის ღია, გამჭვირვალე“, - ამბობს ცქიტიშვილი.