სამედიცინო აპლიკაციის დამფუძნებელი ლაშა მურჯიკნელი სახელმწიფოსა და ბიზნესს „მწვანე ბარათის“ ასამოქმედებლად medik-ის პლატფორმას სთავაზობს.
ციფრული სამედიცინო ისტორიის პლატფორმა, რომელზეც medik-ის ჯგუფი, დაახლოებით,1.5 წლის განმავლობაში მუშაობდა, კლინიკებში მიმდინარე წლის სექტემბერში გაეშვა და დღეისთვის რამდენიმე ათასი მომხმარებელი ჰყავს. სულ მალე კი აპლიკაციაში კოვიდ-სტატუსის განსაზღვრის მოდულიც დაემატება, სადაც აპლიკაციის მომხმარებლის იმუნიზაციის, PCR და ანტისხეულების ტესტის პასუხის ინფორმაცია იქნება ასახული.
BM.GE-სთან საუბრისას ლაშა მურჯიკნელი ამბობს, რომ ჯანდაცვის უწყების მიერ შემუშავებული სხვადასხვა ციფრული პლატფორმიდან ქმედითი არც ერთი აღმოჩნდა, ამიტომ სახელმწიფოს მიერ დაანონსებული ინიციატივის აღსრულებისთვის medik-ის დამფუძნებელი როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს ახალი აპლიკაციის ახალ მოდულს სთავაზობს.
„ჩვენს აპლიკაციაში ინტეგრირებული ახალი მოდულის მეშვეობით შესაძლებელი იქნება PCR-ის ტესტის ციფრული პასუხის აპლიკაციის საშუალებით მიღება, რომელიც სამედიცინო ისტორიაში მომენტალურად აისახება. კოვიდ-სტატუსის მოდულში ასევე იქნება ინფორმაცია როდის გადაიტანა პირმა ვირუსი და კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენი აცრა აქვს მას ჩატარებული. მასში ინტეგრირებული ვაქცინაციის QR-კოდი კი სხვადასხვა დაწესებულებაში დაშვებას უზრუნველყოფს.
ვფიქრობ, კერძო სექტორს მსგავსი ინოვაციური აპლიკაციების შექმნის და მისი მუდმივი განავითარების უფრო დიდი მოტივაცია აქვს. ჩვენ მწვანე სერტიფიკატის მოდულის მომზადების ბოლო ეტაპზე ვართ და, დაახლოებით, 2 კვირაში medik-ის მომხმარებელს მისი გამოყენების შესაძლებლობა მიეცემა. ამიტომ გამოვთქვამთ საჯარო და კერძო დაწესებულებებთან თანამშრომლობის მზაობას“, - ამბობს მურჯიკნელი.
ცნობისთვის: „მწვანე ბარათის“ ამოქმედების საკითხზე დღეს უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს და გადაწყვეტილებას ისინი, სავარაუდოდ, 10 დღის განმავლობაში მიიღებენ. ცნობილია, ისიც რომ „მწვანე ბარათების“ ამოქმედების შემთხვევაში მოქალაქეები კონკრეტულ დაწესებულებაში ამ დოკუმენტის წარდგენის შემდეგ დაიშვებიან. ამასთან, ჯანდაცვის უწყებამ სპეციალური აპლიკაცია შეიმუშავა, რომლის საშუალებით ბიზნესი და სხვა დაწესებულებები მომხმარებლის კოვიდ-სტატუსის გაკონტროლებას შეძლებენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება