29.იანვარი .2020 20:40

"მენეჯმენტ კომპანიების" რა მოდელს სთავაზობს კერძო სექტორი მთავრობას

views 852
უკან

მივესალმები „მენეჯმენტ კომპანიების“ ჩამოყალიბების იდეას, სკეპტიკურად ვუყურებ სსიპ-ების შემქმნას, - ამის შესახებ BM.GE-ს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ კურორტების მართვისთვის სსიპ-ების შექმნის კანონპროექტის შეფასებისას განუცხადა.

ლაშა ბერეკაშვილი, კანონპროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტების მიერ სსიპ-ების შექმნას რეგიონში მდგრადი ტურისტული მიმართულების მენეჯმენტ ორგანიზაციების (DMO) შექმნასთან აიგივებს და თვლის, რომ მსგავსი ორგანიზაციების ფუნქციონირება ხარვეზიანი იქნება.

„მე ვფიქრობ, რომ მსგავსი ორგანიზაცია ან არსებული, ან შესაქმნელი, ეფექტური არ იქნება, რადგან არ იქნება გათვალისწინებული კერძო სექტორის ხმა, ხედვა, ინტერესები კარგი გაგებით. კურორტებზე სიტუაციის მოგვარებას ჯობია ერთმა უწყებამ მოუყაროს თავი.

ვფიქრობ, რომ კერძო სექტორის მონაწილეობა უნდა იყოს უფრო მეტად და ბიუროკრატია მხოლოდ უნდა ასრულებდეს კერძო სექტორის შეთავაზებებს, ამაში ვხედავ მე თუნდაც DMO-ების ფუნქციასაც, რომელიც შექმნილია სამ დიდ რეგიონში - კახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში“, - ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.

ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას „მენეჯმენტი კომპანიების“ შექმნასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს და მთავრობას კურორტების მართვითი ორგანიზაციების მოდელს სთავაზობს.

„მე მივესალმები „მენეჯმენტ კომპანიების“ ჩამოყალიბების იდეას, რომელშიც აქტიურად იქნებიან წარმოდგენილნი კერძო სექტორის წარმომადგენლები და არა სსიპ-ების ჩამოყალიბებას. ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს ასევე DMO-ები, რომელიც საერთაშორისო გამოცდილებიდან გადმოიტანეს ჩვენთან მხოლოდ ინიციალების სახით და არა ის სრულყოფილი მოდელი, რაც უნდა გადმოეტანათ.

კარგი იქნება, თუ საერთოდ ერთ მენეჯმენტს შეარჩევდნენ და ის იქნებოდა პასუხისმგებელი სერვისების გამართვაზე და მიწოდებაზე - როგორც აპარტამენტის ტიპის სასტუმროებშია, სადაც 300 კერძო მესაკუთრეს ერთი მენეჯმენტი ემსახურება - დალაგება, უსაფრთხოება და კომუნიკაციების გამართულობაში და ა.შ. ანუ, თუ გამოცხადდება ტენდერი და ვინმე გამარჯვებული კომპანია იქნება პასუხისმგებელი ყველა სერვისის გამართულ მიწოდებაზე, ხოლო თვითონ ამის სანაცვლოდ გარკვეულ პრეფერენციებს მიიღებენ“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა