მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მერსედეს ვერა-მარტინი: იქნება ახალი შესაძლებლობები საქართველოსთვის

5eaefb6f920ef
შოთა ტყეშელაშვილი
03.05.20 16:40
1433
“მე ვფიქრობ, რომ იქნება ახალი შესაძლებლობებიც საქართველოსთვის,”- ამბობს IMF-ის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან, გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ გლობალურად ინვესტიციების რეალოკაცია შეიძლება დაიწყოს ამ პროცესში კი საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების საფუძველზე ახალი ინვესტორების მოზიდვა შეუძლია.

“მე ვფიქრობ, რომ იქნება ახალი შესაძლებლობებიც საქართველოსთვის. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველომ ეპიდემიის გავრცელების შეჩერებისთვის და სიკვდილიანობის მაჩვენებლის მინიმიზირებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია. ეს ინვესტორებისთვის შეიძლება იყოს დამარწმუნებელი ფაქტორი, რომ ჯანდაცვის სისტემა და მისი ინსტიტუციური მოწყობა არის მყარი.

საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ჩინეთთან და ევროკავშირთან. შესაძლოა მომავალში ჩვენ ვიხილოთ საერთაშორისო წარმოების სიმძლავრეების რეალოკაცია და ამ მხრივ შესაძლოა საქართველომ გარკვეული ინვესტიციები მოიზიდოს.

ეს არის ის საკითხები, რომლის შესახებაც მთავრობის წარმომადგენლები უნდა ფიქრობდნენ - რადგან შოკის გარდა იქნება შესაძლებლობებიც.

მერსედეს ვერა-მარტინი Forbes-ის კვირაში:




მეორე მხრივ კი ტურიზმის მიმართულებას სირთულეები ექნება. შესაძლოა ეს იყოს იმის ბიძგი, რომ ეკონომიკაში მოხდეს მეტი დივერსიფიკაცია და ტურიზმი მართალია დარჩეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად, თუმცა მოხდეს მეტი დივერსიფიკაციის შექმნა ყველა სექტორს შორის,”- აღნიშნავს IMF-ის მისიის ხელმძღვანელი.