მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი მთავრობის ყველაზე უთავმოყვარეო დანამატად გადაიქცა - გიორგი ქადაგიძე

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი სებ-ის მოქმედ მენეჯმენტს აკრიტიკებს. „სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი მთავრობის ყველაზე უთავმოყვარეო დანამატად გადაიქცა“, - თქვამ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას.

გიორგი ქადაგიძემ სებ-ის მენეჯმენტი როგორც ე.წ. საგამონაკლისო ბრძანების გამო გააკრიტიკა კიდევ ერთხელ, ისე IMF-ის პროგრამის შეჩერებისთვისაც.

„ძალიან დიდ პატივს ვცემ ეროვნული ბანკის თანამშრომლებს, რომლებთან ერთადაც ძალიან ბევრი წელი ვიმუშავე და მათ პროფესიონალიზმში ეჭვი არ მეპარება; თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ ეროვნული ბანკი მთავრობის ყველაზე უფრო უთავმოყვარეო დანამატად გადაიქცა. მე ვგულისხმობ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.

ორი წელია, ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა არ გვაქვს, რომელიც ინვესტორებისთვის ერთ-ერთი მთავარი სიგნალია და ქალბატონი ნათია თურნავა IMF-ის წლიურ შეხვედრაზე ფოტოებს იღებს IMF-ის ხელმძღვანელთან. სირცხვილია.

გვახსოვს, სამი ვიცე-პრეზიდენტი ერთად გადადგა პროტესტის ნიშნად; ასეთი რაღაც ჩამორჩენილ აფრიკულ დიქტატურებშიც არ ხდება“, - თქვა გიორგი ქადაგიძემ.

„წერტილთან“ ინტერვიუში მან საბანკო სექტორიც გააკრიტიკა ოლიგოპოლიური მდგომარეობის გამო და თქვა, რომ კონკურენციის გაზრდას სწორედ მარეგულირებელმა ანუ ეროვნულმა ბანკმა უნდა შეუწყოს ხელი სწორი რეგულაციებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები