საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად 25 დეკემბერიდან გაიხსნა, მაგრამ მესტიაში - თეთნულდის და ჰაწვალის საბაგიროები ამ დრომდე ვერ ჩაირთო. აღნიშნული BMG-ს მთის კურორტების განვითარების კომპანიაშიც დაუდასტურეს, სადაც ვერ ამბობენ, როდიდან ჩაირთვება საბაგიროები.
მიზეზი ელექტრომომარაგების არასტაბილური მიწოდებაა. თავის მხრივ, აღნიშნულის მიზეზი კი კრიპტოვალუტების არალეგალური წარმოებაა, რომელიც წლებია გრძელდება და ამის გამო, მესტიას ელექტრომომარგება, პერიოდულად, გრაფიკით ხდება. სწორედ ამის გამო, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ გასულ კვირას საჯარო განცხადება გაავრცელა და ადგილობრივ მოსახლეობას კრიპტოვალუტების ე.წ. მაინერების გამორთვისკენ მოუწოდა.
როდიდან იქნება შესაძლებელი საბაგიროების ჩართვა - ამ კითხვით bm.ge-მ კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიმართა, სადაც კონკრეტული პასუხი ასევე არ აქვთ, მაგრამ განგვიმარტეს, რომ ამ დროისთვის მოსახლეობას ელექტროენერგია სრულად მიეწოდება, რაც საბაგიროების გაჩერების ხარჯზე მოხერხდა.
„ამ დროისთვის მესტიას ელექტროენერგია გრაფიკის გარეშე მიეწოდება, მაგრამ შედარებით დაბალი ძაბვით. აღნიშნული მოხერხდა იმის ხარჯზე, რომ ჰაწვალის და თეთნულდის საბაგირები არ მუშაობს“, - განუცხადეს bm.ge-ს კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიაში“.
სვანეთში კრიპტოვალუტების არალეგალური წარმოების გათვალისწინებით, რეგიონისთვის ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდების პრობლემის მოგვარების გზებზე დღეს კითხვა მთავრობის სხდომის შემდეგ bm.ge-მ ეკონომიკის მინისტრსაც დაუსვა, მაგრამ ნათია თურნავამ საკითხის გადაჭრის კონკრეტულ გზებზე საუბარს თავი აარიდა და ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა.
„მესტიაში ტურიზმი იმდენად კარგად ვითარდება, რომ არალეგალური საქმიანობა საჭირო არ არის“, - თქვა ნათია თურნავამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი