მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მესტიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის, გადაადგილება ძალიან რთულია“ - სასტუმრო მესტიაში

63e641653b520
ლიკა მეგუთნიშვილი
10.02.23 21:07
1092
მესტიაში მდებარე სასტუმროები ტურისტული სეზონის შემაფერხებელ ფაქტორებად, უკვე დიდი ხანია მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას და ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდებას ასახელებენ. მათ არაერთხელ უთქვამთ, რომ ტურისტებს აღნიშნული გამოწვევების გამო პრობლემები ექმნებათ, რაც ცხადია საბოლოოდ მათ შთაბეჭდილებებზე უარყოფითად მოქმედებს.

სასტუმრო „ბუდეს“ დამფუძნებელი, თათია თეთრაშვილი BMG-სთან ამბობს, რომ პრობლემების ჩამონათვალს, მესტიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ არსებობაც ემატება, რის გამოც ქალაქსა თუ მის შემოგარენში გადაადგილება ძალიან რთულია.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა გავლენას სასტუმროების სერვისებზეც ახდენს, რადგან თანამშრომლების სახლიდან სასტუმრომდე მისვლა პრობლემურია.

„მართალია, არის პრობლემები, რასაც კერძო სექტორი ჩვენი ძალისხმევით ვაგვარებთ, თუმცა ხელშეწყობა აუცილებლად გვჭირდება. მაგალითად, გზები უკვე ძალიან გაფუჭებულია და რეაბილიტაცია სჭირდება, ასევე მოუწესრიგებელია ცენტრალური გზა. ამას ემატება ისიც, რომ არანაირი შიდა ტრანსპორტი მესტიაში არ არის. ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც უახლოესი სოფლებიდან დადიან, ძალიან უჭირთ ჩვენამდე მოსვლა, ეს კი შემდეგ უკვე სერვისზეც აისახება. ეს არის ის პრობლემები, რომლებიც ძალიან გვაწუხებს და რომელთა მოგვარებაც განსაკუთრებულად გვჭირდება“, - აცხადებს თათია თეთრაშვილი.