მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიაში ზამთრის სეზონი გაიხსნა, მაგრამ როდის ჩაირთვება საბაგიროები, უცნობია

61c9c93cce2b1
თელარა გელანტია
27.12.21 18:07
1008
როდის ჩაირთვება მესტიაში, ჰაწვალის და თეთნულდის საბაგიროები, უცნობი რჩება.

როგორც bm.ge-ს მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა, ამ დროისთვის მაღალი ძაბვის ხაზის - "მოაშის“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც დღეს ან ხვალ დასრულდება, რაც მესტიის ელექტრომომარაგებას დაასტაბილურებს.

„მაღალი ძაბვის ხაზის 15 კმ იყო დაზიანებული, 12 კმ გარემონტებულია. სამუშაოებში ჩართულია არა მხოლოდ „ენერგო პრო ჯორჯია“, არამედ სახელმწიფო ელექტროსისტემა და ერთიანი ძალებით ვმუშაობთ. დღეს თუ ვერ, ხვალ საღამოს მაინც მორჩება რეაბილიტაცია“, - უთხრა bm.ge-ს მერმა.

როდიდან იქნება შესაძლებელი საბაგიროების ჩართვა - ამ კითხვით bm.ge-მ კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ მიმართა, სადაც კონკრეტული პასუხი ასევე არ აქვთ, მაგრამ განგვიმარტეს, რომ ამ დროისთვის მოსახლეობას ელექტროენერგია დაბალი ძაბვით, მაგრამ სრულად მიეწოდება, რაც საბაგიროების გაჩერების ხარჯზე მოხერხდა და როცა უკვე მაღალი ძაბვის ხაზის - ,,მოაშის“ რეაბილიტაცია დასრულდება, მთის კურორტების განვითარების კომპანია ძაბვის სიმძლავრის მიხედვით გადაწყვეტს, ჩართავენ თუ არა საბაგიროებს.

მესტიაში საბაგიროები გაჩერებულია, მიზეზი არასტაბილური ელექტრომომარაგებაა