მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეხის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანებული "კოხტას" საბაგიროს აღდგენისთვის 2,5 მლნ ლარი დაიხარჯება

616da07274781
ანუკა ჯოხაძე
18.10.21 21:14
1199
შპს “ემ თი ეი” (ყოფილი მთის კურორტების განვითარების კომპანია) გამარტივებული შესყიდვის გზით 2 449 265 ლარად ბაკურიანში, მეხის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანებული საბაგიროს სადგურის აღდგენას გეგმავს. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც შესყიდვის დასაბუთებაშია ნათქვამი, საბაგიროს ექსპლუატაცია არსებული მდგომარეობით შეუძლებელია.

როგორც შპს “ემ თი ეი”-ის დასაბუთებაში წერია, კომპანია დოპელმაიერს სამუშაოების ჩასატარებლად 9-10 კვირა სჭირდება, ხოლო იმის გამო რომ ზამთრის სეზონზე აღნიშნულმა საბაგირომ სრულყოფილად იფუნქციონიროს, კომპანიამ გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით შესყიდვების სააგენტოს მიმართა. კომპანიამ გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობა მიიღო.

სამუშაოების განხორციელების დაწყება 2021 წლის ოქტომბრის მეორე ნახევრიდან 2021 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდშია დაგეგმილი.

სამუშაოები მოიცავს დაზიანებული სადგურის, საოპერატოროს და მასში მოთავსებული საბაგიროს მართვისა და უსაფრთხოების სისტემების დაზიანებული დეტალებისა და ნაწილების დემონტაჟს, ახალი ნაწილებისა და მასალების ტრანსპორტირებას, სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოებს და TUV ექსპერტიზას.