მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა - დავით ხიდაშელის თქმით, რაჭის ტყეების გადაცემა ჯერ არ მომხდარა

64b94ab99c5f0
შოთა ტყეშელაშვილი
20.07.23 19:05
933
“გავასაჩივრეთ და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენ სასარგებლოდ”- BMG-სთან საუბარში აცხადებს ბიზნესმენი დავით ხიდაშელი. მისი განმარტებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რომლებიც კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” მიმართ შედგა სასამართლომ ძალაში არ დატოვა. ბიზნესმენის თქმით, საქმე იმაშია, რომ აღნიშნული კომპანიისთვის ჯერჯერობით მიწების გადაცემა არ მომხდარა და შესაბამისად, ისინი სალიცენზიო არეალის განვითარების გეგმას ვერ შეადგენდნენ.

ამასთან დავით ხიდაშელი აღნიშნავს, რომ კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას” მფლობელი თავად ის არაა და კომპანიის მესაკუთრე მისი შვილია.

“ეს კომპანია არ მეკუთვნის მე, ეკუთვნის ჩემს შვილს. თქვენს შვილს რომ რამე ეკუთვნოდეს მის ნაცვლად კომენტარის გაკეთება შეგიძლიათ? მე მხოლოდ ის ინფორმაცია შემიძლია მოგაწოდოთ, რაც ვიცი. სანადირო მეურნეობაზე ჯერ არ მომხდარა ტერიტორიების გადმოცემა. უნდა გადმოგვეცეს ტერიტორიები ოფიციალური მითითებებით თუ სად და რა უნდა გაკეთდეს. თუ არ მოხდა ამ ტერიტორიის გადაბარება, იქამდე რომელ მართვის გეგმის დაწერაზეა საუბარი?

გავასაჩივრეთ და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ჩვენ სასარგებლოდ, იმიტომ რომ თუ მიღება ჩაბარების აქტი არ გვაქვს მიღებული და არაა გადაბარებული, როგორ შეიძლება გეგმის შედგენა როგორი მართვა უნდა მოხდეს? არცერთი ტერიტორია არ გადმოცემულა.

მთლიანი ფართობი არის 100,000 ჰექტარი, თუმცა იქიდან 90,000 ჰექტარია დაახლოებით სადაც ცხოველმა უნდა იაროს და ის სანადიროდ არაა განკუთვნილი, სადაც ნადირობა უნდა მოხდეს იქნება თითზე ჩამოსათვლელი ჰექტარები. იქნება გარკვეული ტერიტორიები გამოყოფილი სადაც მოხდება ნადირობა,”- განმარტავს დავით ხიდაშელი.

„ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ" 2022 წელს გაიმარჯვა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ 1.1-მილიონიან აუქციონში, რომლის შედეგადაც მას გადაეცა 104,712 ჰექტარ ტყის მასივზე (1,047 კვ. კმ) სამონადირეო მეურნეობის განვითარების ლიცენზია.

ბიზნეს რეესტრის ამონაწერის თანახმად, კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა" ეკუთვნის შპს "გლობალ ვიქთორი ჯეორჯიას", რომელიც თავისმხრივ ეკუთვნის არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებულ ფირმა GLOBAL VICTORY INVESTMENTS LIMITED-ს.

დავით ხიდაშელი რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის AFK Sistema-ს ერთ-ერთი შვილობილი კომპანია Intracom-ს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ხიდაშელმა 2022 წლის მარტში გამართულ აუქციონზე “რიყის დოქები” 10 მილიონ ლარად შეისყიდა.

სალიცენზიო ტყის ფართობების რუკა ასეთია:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები