მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 1 მაისიდან 6 თვის ვადით, 750 ლარამდე ხელფასი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდა, ხოლო 1500 ლარამდე ხელფასის პირველი 750 ლარი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფალია. ეს კერძო სექტორში არსებული დამსაქმებლებისთვის ყოველთვიურ ხელფასზე მაქსიმუმ 150 ლარის გამოთავისუფლებას ნიშნავს.
აღნიშნული 6 თვე თვის ბოლოს უკვე იწურება, ბიზნესი კი მთავრობას გადასახადების კიდევ 6 თვით გადავადების მოთხოვნით მიმართავს.
BM.GE- დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ჰკითხა, რა აქვს დღეს ბიზნესისთვის სათქმელი და კიდევ გადავადდება თუ არა გადასახადები. ამასთან, ჩვენი კითხვა შეეხებოდა ტურიზმსა და მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში დაწესებული შეღავათების გახანგრძლივებასა, რომელსაც ვადა, ასევე, ოქტომბრის ბოლოს ეწურება, საუბარია, ქონების გადასახადსა და საშემოსავლო გადასახადის გადავადებაზე.
პრემიერმა საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა:
„ჩვენ დღეს ვამბობთ, რომ არანაირი მძიმე, სისტემური შეზღუდვები, სისტემური ლოქდაუნი ქვეყანაში არ იგეგმება, ამიტომ ჩვენი ძირითადი სტრატეგია დღეს არის წერტილოვანი შეზღუდვები, რასაც მივყვებით და ვახორციელებთ.
რაც შეეხება სადადასახადო შეღავათებს... საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ბიზნესის გვერდით დგომას, განსაკუთრებით იმ ბიზნესის, რომელიც პირდაპირ ამ გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგად დაზიანდა, მათ შორის ტურისტულის. ტურისტულმა ბიზნესმა ყველაზე მეტი დარტყმა მიიღო, ყველაზე მძიმედ არის, მართალია სახელმწიფოს რესურსები არ არის ამოუწურავი, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ სწრაფი შემდგომი, პოსტკრიზისული აღდგენისთვის ამ სექტორების დახმარება არის ჩვენი საერთო ინტერესი, ამიტომ ამ დახმარებას გავაგრძელებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ