26.იანვარი .2020 19:02

მიკროჩიპების მწარმოებელ Broadcom-სა და Apple-ს შორის $15 მლრდ-იანი გარიგება შედგა - CNBC

views 723
უკან

ამერიკული მიკროჩიპების მწარმოებელმა კომპანიამ Broadcom-მა და Apple-მ შეთანხმება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, კომპანია Apple-ის პროდუქტებს მეხსიერების ბარათებით უზრუნველყოფს.

CNBC-ის ინფორმაციით, შეთანხმება 3,5-წლიანია და მისი ღირებულება $15 მლრდ-ია.

ანალიტიკოსების შეფასებით, iPhone 11 -ში უკვე გამოყენებულია Broadcom-ის ჩიპები, მათ შორის Wi-Fi-სა და Bluetooth-ის ფუნქციონალისთვის. წინასწარი მოლოდინის მიხედვით, წელს Apple-მა უნდა წარადგინოს iPhone, რომელსაც 5G მხარდაჭერა ექნება. Apple-თან თანამშრომლობამ Broadcom-ის შემოსავალი, დაახლოებით, 20%-ით გაზარდა.