მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მილიარდერი რუბენ ვარდანიანი ყარაბაღის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა

635160727eff7
გიორგი თოლორდავა
20.10.22 18:58
974
სომეხი მილიარდერი რუბენ ვარდანიანი ყარაბაღის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა.

ბიზნესმენის განცხადებით, ის თანამდებობას ოფიციალურად ნოემბრიდან დაიკავებს, მისი უმთავრესი პრიორიტეტი კი რეგიონში არსებული კონფლიქტური მდგომარეობის გამოსწორება იქნება.

„ღრმად შეშფოთებული ვარ სომხეთისა და ამ რეგიონის ირგვლივ განვითარებული პოლიტიკური მოვლენებითა და ვითარების ესკალაციით. არცახის პრობლემის მოგვარებაზე დამოკიდებულია მთელი სომხური სამყაროს მომავალი.

ვაცნობიერებ, რომ მეტი ფიქრის დრო აღარ მაქვს და სხვა გზა არ მრჩება, გარდა იმისა, რომ ავიღო ჩემი წილი პასუხისმგებლობა და არცახელი მოსახლეობის გვერდით დავდგე“, - განაცხადა ვარდანიანმა.

Forbes-ის შეფასებით, ვარდანიანის ქონება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.