"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა ჩაგდებული ქულების რაოდენობით ლეგენდარულ კარიმ აბდულ ჯაბარს გადაუსწრო და ახლა მის ანგარიშზე 38 390 ქულაა. ეს მაჩვენებელი ჯეიმსმა "ოკლაჰომა სითი თანდერის’’ წინააღმდეგ დააფიქსირა, რომელსაც თავად ჯაბარიც ესწრებოდა და ლებრონს სამახსოვროდ ჩაგდებული ბურთიც გადასცა. მატჩი ანგარიშით 130-133 ოკლაჰომელების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ამან ლეგენდარული კალათბურთელის ზეიმს ხელი ვერ შეუშალა.
ცნობისთვის, NBA-ის ოთხ გზის ჩემპიონი და ხუთ გზის საუკეთესო მოთამაშე ჯეიმსი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 2003 წლიდან თამაშობს, ჩაგდებული ქულების რეკორდი კი 1989 წლიდან ხელშეუხებელი იყო. ლებრონს ამ რეკორდის მოსახსნელად 20 წელი დასჭირდა, რა დროშიც 1410 მატჩი ჩაატარა, ეს კი ჯაბარის მაჩვენებელზე 150-ით ნაკლებია.
შეგახსენებთ, რომ Forbes-ის დათვლებით, ლებრონ ჯეიმსმა საერთო ჯამში კალათბურთის თამაშით 385 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო პარკეტს მიღმა, სარეკლამო ჰონორარებითა და ბიზნესებიდან აღებული დივიდენდებით – დამატებით 900 მილიონი, რითაც ის NBA-ის პირველი მოქმედი მილიარდერი კალათბურთელია.
საინტერესოა, რომ ხელფასისა და სარეკლამო შემოსავლების გარდა, ლებრონ ჯეიმსი ინვესტორიც არის – მას ეკუთვნის სწრაფი კვების ქსელური ბრენდის Blaze Pizza-ს, სპორტული ტექნიკის მწარმოებელი Tonal-ის, ტაქსების სერვისი Lyft-ისა და საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ წილები.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი