მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიმდინარე წელს, 10 ათასი ტონა ხურმა და კარალიოკი გავიდა ექსპორტზე

61a4a6542a5f6
მარიამ ვარადაშვილი
29.11.21 20:30
1124
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 28 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან 10.1 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ამ პერიოდში, ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში (4 165 ტონა), რუსეთში (3 501 ტონა), უკრაინაში (2 230 ტონა) თურქეთში (108 ტონა), ყაზახეთსა (62 ტონა) და მოლდოვაში (39 ტონა).