"წალენჯიხის გაზიფიცირება, სადაც არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი და პირველად ჩვენ შევიყვანეთ, არის ქვეყნის მასშტაბური გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამის ერთი კონკრეტული ნაწილი და სწორედ აქედან მომეცა საშუალება, მოსახლეობისთვის ანგარიში ჩამებარებინა, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი საქართველოში“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ წალენჯიხაში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც გაზიფიცირების გაწეულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„დღეს მართლაც განსაკუთრებული დღეა წალენჯიხისთვის, რადგან აქ პირველად ისტორიაში შევიყვანეთ ბუნებრივი აირი. ძალიან რთული პროექტი განხორციელდა - 39 კმ მკვებავი მილი იქნა გაყვანილი ასეთ რთულ რელიეფში, მაგრამ ახლა წალენჯიხელებს აქვთ გაზი და 2021 წლის ბოლომდე ყველა თემს - 49 დასახლებულ პუნქტს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სრულად ექნება ბუნებრივი აირი“ - აღნიშნა მინისტრმა.
ნათია თურნავას ინფორმაციით, 2019 – 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელისუფლებო გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველოში 384 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდება და ჩვენი ქვეყნის გაზიფიცირების დონე გადააჭარბებს 90 პროცენტს, რაც, მინისტრის თქმით, ძალიან მაღალი მაჩვენებელია.
„მიუხედავად ამისა, რადგან კიდევ რჩება დასახლებული პუნქტები, სადაც გვინდა, რომ შევიყვანოთ ბუნებრივი აირი, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაგრძელოთ გაზიფიცირების პროგრამა და 2022-2024 წლებში კიდევ 211 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება განვახორციელოთ - შედეგად 2024 წლის ბოლოს საქართველოში 600-ზე მეტი ქალაქი და სოფელი მიიღებს ბუნებრივ აირს, რაც არის არამარტო სოციალური ყოფის გაუმჯობესება, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობაც“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ წალენჯიხაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაცია გამართა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2021 წლის ბოლოს საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტზე მეტი - 1 მილიონ 400 ათასამდე აბონენტი ჩართული იქნება ერთიან გაზგამანაწილებელ ქსელში.
მინისტრის ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე ექსპლუატაციაშია შესული და გაზი მიეწოდება 312 ათასზე მეტ ოჯახს 1000 - ზე მეტ დასახლებულ პუნქტში. 2019-2021 გაზიფიცირების გეგმის დასრულების შემდგომ, 2021 წლის ბოლოს, გაზგამანაწილებელ ქსელში დამატებით 90,000-მდე აბონენტი ჩაერთვება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო