მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრი: აპრილში წინა წელთან შედარებით ხელფასი 100,000-ით მეტმა ადამიანმა აიღო

60b4cebb49cf3
შოთა ტყეშელაშვილი
31.05.21 16:00
665
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2021 წლის აპრილში საქართველოში ანაზღაურება 100,000-ით მეტმა ადამიანმა აიღო, ვიდრე 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში. წინა წელთან შედარებით მატება დაახლოებით 12%-ია. 

"აპრილში წინა წელთან შედარებით დაახლოებით 12%-ით არის გაზრდილი იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც აიღო შრომის ანაზღაურება და ეს მატება არის კერძო სექტორში დასაქმებულ დაახლოებით 100 ათას აადამიანზე. თანხობრივ ჭრილში დაახლოებით 38%-ით არის გაზრდილი დაქირავებით მომუშავეთა ხელფასები,"- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. 

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყანაში კონტრაქტით დასაქმებულად 782.8 ათასი ადამიანი ითვლება, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 108 ათასით ნაკლებია. სავარაუდოდ, 2021 აპრილში კონტრაქტით დასაქმებულთა რაოდენობა 100 ათასით გაიზარდა და ფინანსთა მინისტრი სწორედ ამ მატების შესახებ საუბრობს.