მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

6435110ba711e
BM.GE
11.04.23 11:47
485
სტატიაში საუბარია:
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც bm.ge-ს სააგენტოდან აცნობეს, მემორანდუმს ხელი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ზურაბ მენთეშაშვილმა, „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ, ირაკლი გაბრიაძემ და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, გიორგი ჭანტურიამ მოაწერეს.

თანამშრომლობის ფარგლებში, უწყებები შეთანხმდნენ, ხელი შეუწყონ სოციალურად დაუცველი სამუშაოს მაძიებელი პირების ეკონომიკურ გაძლიერებასა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო გრანტების პროგრამის 2023 წლის რაუნდის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებას დედაქალაქსა და რეგიონში არსებული სერვის -ცენტრების დახმარებით. ასევე, როგორც მხარეებმა აღნიშნეს, აქტიურად მიმდინარეობს სოციალური მომსახურებისა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოების რეგიონული წარმომადგენლების ინფორმირება ზემოხსენებული პროგრამის თაობაზე, რათა დაინტერესების შემთხვევაში, დასაქმებისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს კონსულტანტებმა პირველადი კონსულტაცია გაუწიონ მოქალაქეებს მიკრო გრანტების პროგრამის შესახებ.

მემორანდუმის ხელმომწერი სააგენტოები აქტიურად ჩაერთვებიან მათ მიერ ორგანიზებულ თემატურ აქტივობებში და ინფორმაციის გაცვლას შეუწყობენ ხელს.


(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები