მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს მთავრობა ლეგალურად დასაქმების პროგრამაზე ირლანდიასთან და ფინეთთანაც მუშაობს

644f7ab409704
ინგა მურუსიძე
01.05.23 12:31
639
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ირლანდიასთან და ფინეთთან, რომ ქართველების ლეგალურად დასაქმება გახდეს შესაძლებელი. ამის შესახებ მან პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ამ ეტაპზე ვმუშაობთ ირლანდიასთან, რომელმაც გამოხატა ინტერესი და ფინეთთან, რომ ხელშეკრულებები გავაფორმოთ და ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა გავაჩინოთ მოქალაქეებისთვის, და მათ შევთავაზოთ არალეგალური დასაქმების ალტერნატივა. ასეთი ტიპის ხელშეკრულები არის ევროკავშირის ქვეყნებს შორის. ასევე, მიგრაციის და გაეროს ორგანიზაციები აღიარებენ, რომ ასეთი ტიპის მექანიზმი არის სწორი გამოსავალი მოქალაქეების უფლებების დაცვისთვის მიმღებ ქვეყანაში“, - განაცხადა ბარკალაიამ.

შეგახსენებთ, რომ ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა უკვე არსებობს გერმანიასა და ისრაელში. ასევე, გაფორმებულია ხელშეკრულება ბულგარეთთანაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები