მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის მოადგილე ცესკოსთან ცრემლსადენი გაზის გაშვებას უარყოფს

5fa8428e6d1c3
ვიქტორია მღებრიშვილი
08.11.20 23:03
940
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის კახაბერ საბანაძის განცხადებით, ცესკოსთან აქციის მონაწილეებზე წყლის ჭავლის გაშვების შემდეგ ცრემლსადენი გაზის გაშვება არ მომხდარა. ამის შესახებ მან შსს-ში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც უწყების მიერ ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე გავრცელებული სპეციალური განცხადება გააჟღერა.

„ცრემლსადენ გაზთან დაკავშირებით ვრცელდება დეზინფორმაცია და ხაზი მინდა გავუსვა, რომ პოლიციას არ გამოუყენებია გაზი და მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანშეუწონელია“, - განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

კითხვაზე - მოხდა თუ არა ჭავლის გაშვებამდე აქციის მონაწილეების გაფრთხილება, შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა: „კანონით პოლიციის შესახებ 31-ე მუხლის თანახმად იმ შემთხვევაში თუ იმ შემთხვევაში თუ გადაუდებელი აუცილებლობაა და როდესაც შესაძლებელია ძალადობამ გამოიწვიოს პოლიციელის ან სხვა პირის სიცოცხლის ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს ჭავლი“.