24.მაისი .2022 09:00

“მიტანის სერვისის კომპანიები მცირე საწარმოებთან არ თანამშრომლობენ”- ბოსტნეულის ცუკატების მწარმოებელი

“მიტანის სერვისის კომპანიები მცირე საწარმოებთან არ თანამშრომლობენ”- ბოსტნეულის ცუკატების მწარმოებელი
views 642
უკან

ბოსტნეულის ცუკატების ქართული საწარმო “კოპეშონის” დამფუძნებელი ეკატერინე ფარულავა აცხადებს, რომ კომპანია პროდუქციის ექსპორტისთვის ემზადება. მისი თქმით, საქართველოს გასაღების ბაზარი ძალიან მწირია, რის გამოც კომპანია უკვე იწყებს მოლაპარაკებებს აღმოსავლეთ ევროპისა და არაბეთის ქვეყნებთან.

“კოპეშონის” დამფუძნებელი ამბობს, რომ საქართველოში ერთ-ერთი გამოწვევა პროდუქციის რეალიზაციისას მიტანის სერვისია, რადგან ბაზარზე არსებულ კომპანიებს მცირე საწარმოებთან თანამშრომლობის სურვილი არ აქვთ.

“ჯერჯერობით ვართ ადგილობრივ ბაზარზე, მაგრამ უკვე ვფიქრობთ ექსპორტზე. საექსპორტო ბაზრებად განვიხილავთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს და აგრეთვე ვფიქრობთ, არაბული ქვეყნების ბაზარზე. მიტანის სერვისის პრობლემა გვაქვს, რადგან დიდი კომპანიები, ისეთები როგორებიც არიან გლოვო და ვოლტი, არ თანამშრომლობენ ჩვენთან. მათ არ აინტერესებთ პატარა საწარმოებთან პარტნიორობა, რადგან ჩვენ არ ვთავაზობთ ბაზარს ყოველდღიური მოხმარების პროდუქციას. ჩვენი პროდუქცია უფრო მეტად ფუფუნების პროდუქციის კატეგორიას განეკუთვნება. ძალიან დიდი არ არის მასზე მოთხოვნა, ძალიან პატარაა საქართველოს ბაზარი, ამიტომაც დაგვიდგა ექსპორტის საჭიროება. დღევანდელ სიდუხჭირეში ადამიანებს სხვა საფიქრალი აქვთ”-აცხადებს “კოპეშონის” დამფუძნებელი ეკატერინე ფარულავა.

ცნობისთვის, კომპანია "კოპეშონი" დაფუძნებულია საქართველოში და აწარმოებს ბოსტნეულის ცუკატებს, შოკოლადით მოჭიქულ ცუკატებს და ბოსტნეულის ნატურალურ ჩირებს. კომპანია ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს.