მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიხეილ დაუშვილი: "ჩემი ამოცანა იქნება, რომ ვიყო თითოეული ბიზნესმენის ხმა პარლამენტში"

5f5a61a722e23
თამთა ჯიჯავაძე
10.09.20 21:22
1314
ჩემი ამოცანა იქნება, რომ ვიყო თითოეული მეწარმის, ბიზნესმენის ხმა საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა და ახლა უკვე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა. შეგახსენებთ, ის პოლიტიკურმა გაერთიანებამ რამდენიმე საათის წინ საპარლამენტო სიის მე-11 ნომრად დაასახელა.

„ჩემი უპირველესი ამოცანა არის ის, რომ ვიზრუნო და ვიმუშაო ყოველდღიურად თავისუფალი და თანასწორი, სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს არსებობასა და უზრუნველყოფაზე. რა თქმა უნდა, ამის უპირველესი მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და მეტი კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა.

ცნობისთვის, „ოცნებამ“ სიაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილიც შეიყვანა.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო ოცეულის სრული შემადგენლობა იხილეთ აქ.