24.ივლისი .2021 22:00

„მიხეილის მარანი": „ჩვენმა ტურისტულმა სივრცემ დასრულებული სახე წელს მიიღო"

„მიხეილის მარანი": „ჩვენმა ტურისტულმა სივრცემ დასრულებული სახე წელს მიიღო"
views 805
უკან

კახეთში, კერძოდ ყვარელში მდებარე ოჯახური ბიზნესი „მიხეილის მარანი“ სტუმრებს ღვინის დეგუსტაციასთან ერთად სხვადასხვა აქტივობას სთავაზობს.

კომპანია პრემიუმ ხარისხის ლიმიტირებული ქვევრის ღვინოს აწარმოებს, რომელიც ხუთი ენდემური კახური ვაზის ჯიშისგან მზადდება, ესენია: საფერავი, რქაწითელი, მწვანე კახური, ქისი და ხიხვი.

„მიხეილის მარნის“ კომერციული დირექტორი ნინო ჯაფიაშვილი bm.ge-სთან ამბობს, რომ კოვიდ-ვითარების გამო ჯერჯერობით ტურისტული მიმოსვლა აქტიური არ არის. თუმცა, რაც შეეხება ღვინის ექსპორტს, მისი თქმით, კომპანიამ მოახერხა და პანდემიის მიუხედავად ის სლოვაკეთის, საბერძნეთისა და იაპონიის ბაზარზე გაიტანა.

„ჩვენმა ტურისტულმა სივრცემ დასრულებული სახე წელს მიიღო, ჯერჯერობით კოვიდის გამო ადამიანები აქტიური მიმოსვლისგან თავს იკავებენ, თუმცა, სამომავლოდ იმედი გვაქვს, რომ ეს სიტუაცია დადებითი ტენდენციით შეიცვლება. კარგი ის არის, რომ პანდემიის ფონზე ჩვენი მარნის ღვინო ექსპორტზე მცირე რაოდენობით მაინც გავიტანეთ, „მიხეილის მარანს“ ლიმიტირებული საკოლექციო წარმოება აქვს და დაარსების დღიდან ღვინის ხარისხზე ვართ ორიენტირებული, ეს კი სხვადასხვა ბაზრის წარმატებით ათვისების საშუალებას გვაძლევს“ - ჰყვება კომპანიის კომერციული დირექტორი.

ნინო ჯაფიაშვილი სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ კომპანია ღვინის სხვადასხვა გამოფენაზე წარდგენის გარდა, მარანთან პატარა სასტუმროს მშენებლობასაც აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა